01/09/2023
11:08
პოლიტიკა
"ქართული ოცნება" საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს - ამის შესახებ მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ, დღეს, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა”, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე“.
კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.
"პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე. ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს სამართლის უზენაესობას და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. გარდა ამისა იმპიჩმენტის პროცედურა კიდევ ერთხელ გააშიშვლებს რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, მათ შორის საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ არის მიმართული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გარდა ამისა, კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტზე „ქართული ოცნება“ მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოსაც.
როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილი გუშინ გერმანიაში იმყოფებოდა, დღეს კი ბელგიაში შარლ მიშელს შეხვდება.
0
0