-share.jpg)
სალომე ზურაბიშვილს აქვს შეთავაზება, რომ შალვას ფანჩატური გარემონტდეს და გადაკეთდეს სალომეს ფანჩატურად. ამ შეთავაზებით იყო წარმოდგენილი დღეს ის და ვერც ერთ განსხვავებას ვერ იპოვით მის დღევანდელ გამოსვლასა და ყველაზე რადიკალური ოპოზიციონერის გამოსვლას შორის, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო რიგითი რადიკალური ოპოზიციონერის გამოსვლა. არც ერთი სიტყვა ქვეყნის რაიმე წარმატებაზე მის ამ ვრცელ მოხსენებაში არ თქმულა. დავანებოთ შიდა შეფასებებს თავი - როდესაც მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციები ყოველ კვირაში აქვეყნებენ კვლევების შედეგებს, სადაც არ არსებობს ისეთი სფერო, სადაც პროგრესი არ გვაქვს, ეკონომიკის, კორუფციასთან ბრძოლის და სხვა მიმართულებებით - არც ერთი სიტყვა პოზიტივთან დაკავშირებით საქართველოს ფორმალურ პრეზიდენტს არ უთქვამს. ეს იყო რიგითი ოპოზიციონერის გამოსვლა, რომელსაც სურს, სათავეში ჩაუდგეს რაღაც ოპოზიციურ მოძრაობას. მას აქვს შეთავაზება, რომ, მაგალითად, შალვას ფანჩატური გარემონტდეს და გადაკეთდეს სალომეს ფანჩატურად. ამ შეთავაზებით იყო წარმოდგენილი დღეს სალომე ზურაბიშვილი და ვერც ერთ განსხვავებას ვერ იპოვით მის დღევანდელ გამოსვლასა და ყველაზე რადიკალური ოპოზიციონერის გამოსვლას შორის. როდესაც ოდნავ მაინც გსურს, რომ ოდნავ მაინც ობიექტური იყო, ერთი სიტყვა მაინც უნდა დაგცდეს, რომ შენს ქვეყანაში რაღაც კარგი ხდება. ეს ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი არის, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად ტენდენციური და დღეს უკვე ჩამოყალიბებული როგორც რიგითი რადიკალური ოპოზიციონერი. პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შეთავაზება არ შეესაბამება მის კონსტიტუციურ სტატუსს, ეს მარტივი ამბავია. ზურაბიშვილი ოპოზიციის რადიკალურ ფრთას სთავაზობს ევრორემონტს - შალვას ფანჩატურის გადაკეთებას სალომეს ფანჩატურად. მას, როგორც ჩანს, აქვს გარკვეული როლი: ან უნდა შეიწყალოს სააკაშვილი და მისი პოლიტიკური აქტუალიზაცია გააქროს, ან თვითონ შექმნას პოლიტიკური ცენტრი და მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ან ბოლომდე შეინარჩუნოს პრეზიდენტის პოზიცია და იქიდან განახორციელოს დარტყმა რადიკალური ოპოზიციის გეგმებიდან გამომდინარე. ეს სამი ვერსია შეიძლება იყოს თეორიულად. ვნახოთ, რომელ ვერსიას მიჰყვება და რომელ დავალებას შეასრულებს, ამას მომავალი გვიჩვენებს“, - აღნიშნა მდინარაძემ.
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგა. საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და ასევე აღნიშნა, რომ იგი პარლამენტის ტრიბუნასთან დგას, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტი.
0
0
სირიაში 30 ადამიანი მოკლეს
14/07/2025