-share.jpg)
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის ტრიბუნიდან „ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.
პრეზიდენტის თქმით, საზოგადოებას აქვს სრული უფლება იცოდეს, რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციაზე და ქვეყნის საგარეო კურსზე.
„მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, საზოგადოებას აქვს სრული უფლება, თქვენგან მოისმინოს, რას ნიშნავს თქვენი დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციაზე, ქვეყნის საგარეო კურსზე, საზოგადოებამ არ იცის ვინ რატომ გაუშვით, ან ვინ რატომ მოგყავთ. ქვეყნის წინაშე არსებული დანაშაულისა თუ განსხვავებული აზრების გამო უშვებთ, თუ კიდევ სხვა მიზეზების გამო – არ ვიცით.
რადგან საზოგდოება მმართველობის ევროპულ მოდელს ელოდება, ისიც უნდა იცოდეს და უთხრათ, თუ როგორ აპირებთ ერთპარტიული, ერთპიროვნული და ვერტიკალური მოდელიდან დემოკრატიულ მოდელზე გადასვლას და როდის.
საზოგადოება ელოდება თქვენგან პასუხს, როდის ჩამოაშორებთ სასამართლოს მურუსიძეს და ჩნაჩალაძეს, მაშინ როცა ერთი მხრივ, ებრძვით, ან ასე ამბობთ, „ნაციონალურ მოძრაობას“, მეორე მხრივ კი მის გადმონაშთებს არაფერი ემუქრებათ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს უსმენს.
0
0