-share.jpg)
ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე საუბრისას თქვა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებასთან არასოდეს შედის კონფრონტაციაში.
ხუხაშვილის თქმით, ზურაბიშვილის დამოუკიდებლობა ძალიან პირობითია.
„ზურაბიშვილის დამოუკიდებლობა ძალიან პირობითია. ის რომ თავს უფლებას აძლევს განცხადებები აკეთოს, გარკვეულწილად ისეთი რაც ჩვენ მოგვწონს, არ მგონია რომ ამას დიდი შეთანხმება სჭირდებოდეს. ქმედებებში ის ხელისუფლების ერთგული რჩება.
ერთხელ ასეთი შედარება მოვიყვანე, რაზეც ძალიან გამკიცხეს ფემინისტებმა. არ ვთვლი რომ განსაკუთრებული ჩავიდინე. ის იმ ქალს ჰგავს, რომელიც ყველა კაცს ეპრანჭება, მაგრამ საკუთარი მეუღლის ერთგულებას ინარჩუნებს. დაახლოებით ასე იქცევა სალომე ზურაბიშვილი.
ის ხელისუფლების ერთგულია, ქმედებებში ის არასოდეს არ შედის კონფრონტაციაში და არც არის მოლოდინი რომ როდისმე შევიდეს კონფრონტაციაში ხელისუფლებასთან, მაგრამ ეპრანჭება დასავლეთს, ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ახალი გზავნილები, რაც ორი დღეა მმართველი პარტიისგან ისმის, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან.
„სულ სხვაა დღევანდელი მდგომარეობა. ახალი გზავნილები, რაც ორი დღეა მმართველი პარტიისგან ისმის, წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან. ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას. ამის არც ახსნა, არც გაგება შემიძლია და არც გაზიარება“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
0
0