
„ზურაბიშვილი არის პოლიტიკურად მოტივირებული და მიკერძოებული“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.
დავითულიანის განცხადებით, პრეზიდენტმა თავი ოპოზიციის შტაბის უფროსად გამოაცხადა.
„სხვანაირს არც ველოდით სალომე ზურაბიშვილს. აქვს თავისი ნარატივი შემუშავებული ხელისუფლების მიმართ. უმრავლესობამ მისი იმპიჩმენტის საკითხი დააყენა, ე.ი გზები უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის არის გაყოფილი. სალომე ზურაბიშვილს აქვს ნარატივი ჩამოყალიბებული ოპოზიციური და თავი გამოაცხადა პრაქტიკულად შტაბის უფროსად ოპოზიციის - რასაც ველოდით.
სალომე ზურაბიშვილი არის პოლიტიკურად მოტივირებული, მიკერძოებული და ის აფასებს პოლიტიკურად. სალომე ზურაბიშვილი არ სვამს კითხვებს, ზურაბიშვილი აკეთებს პოლიტიკურ შეფასებებს იმისთვის, რომ დააზიანოს ხელისუფლება, წერტილი,“ - აღნიშნავს დავითულიანი.
0
0