
სალომე ზურაბიშვილი დესტრუქციას უწყობს მთლიანად პროცესებს. საბოტაჟი ხდება მისი მხრიდან სხვადასხვა პოზიციებზე პირების შერჩევის დროს, იქნება ეს ეროვნული ბანკი, ცესკო თუ ა.შ. სამწუხაროდ აქ სალომე ზურაბიშვილი არ გვტოვებს სხვა გამოსავალს გარდა იმისა, რომ მის მიერ ნაწარმოებ საბოტაჟს სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ საკანონმდებლო რეგულაციებით ვუპასუხოთ ხოლმე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„რაც შეეხება სხვადასხვა პუნქტებს, რომელიც 9 რეკომენდაციაში არის, მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის განმტკიცებასთან დაკავშირებით, თუ რაიმე წინადადება იქნება, რა შეიძლება გაკეთდეს საკანონმდებლო დონეზე, გავაკეთებთ საკანონმდებლო დონეზე. ეროვნულ ბანკზე ჩვენ გვქონდა ისტერია, როდესაც ვნახეთ რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომელიც სრულად იყო დაფუძნებული ეროვნულ ინტერესებზე, ამ გადაწყვეტილების გამო ატეხეს ისტერია და ამ ისტერიების შედგები არის ხოლმე ეს გამოხმაურებები. ამიტომაც ვუსვამ ხაზს, რამდენად დამაზიანებელია ეს ისტერია, დეზინფორმაცია და ყალბი ნარატივები ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ეს გავლენას ახდენს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
0
0