
ხალხის მასობრივი გამოსვლები იქნება ყოველდღიურად. მოგიწოდებთ, არცერთი დღე არ ჩააგდოთ, - ამის შესახებ მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ მელიქიშვილის გამზირზე, ”ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
ზურაბ ცეცხლაძის თქმით, აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს მუშაობის საშუალება არ უნდა მისცენ.
„თქვენი [ქართული ოცნების] წასვლის დროა, მოემზადეთ. ხალხის მასობრივი გამოსვლები იქნება ყოველდღიურად. მოგიწოდებთ, არცერთი დღე არ ჩააგდოთ. ამ ოფისს არ უნდა მივცეთ მუშაობის საშუალება. საიდან მოაქვთ არჩევნებისთვის ხელშეშლა? ჩვენ გვაქვს უფლება მოვიდეთ აქ ყოველდღე და ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ“, - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.
მელიქიშვილის გამზირზე, "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
0
0