
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე USAID-ის ფაილებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციას აფასებს. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი და "ხალხის ძალა" ადრეც პირდაპირ აღნიშნავდნენ, რომ USAID და ევროპის განვითარების ფონდი საქართველოში ხელისუფლების უკანონო შეცვლას, რადიკალურ პროცესებსა, მათ შორის ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილების" გამოყენებას აფინანსებდნენ.
"პირდაპირ ვამბობდით, რომ USAID, ევროპის განვითარების ფონდი აფინანსებენ საქართველოში უკანონოდ ხელისუფლების შეცვლას, მოლოტოვის კოქტეილებს, რადიკალურ პროცესებს. ამ ყველაფერს აფინანსებს მათ შორის USAID, ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელი იყო USAID. რაც დაადასტურა 2024-ში ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ, USAID პირდაპირ სწორედ ამ მიზნით გააუქმა, როდესაც ჩაწერა, რომ USAID უნდა გაუქმდეს იმისთვის, რომ ის იყენებდა თავის ფულს სხვა ქვეყნებში პოლიტიკურ პროცესებში ჩასარევად. ახლა მითუმეტეს, ეს გამოქვეყნებული ფაილები არის მორიგ ჯერზე იმის მტკიცებულება, რასაც ჩვენ ვამბობდით. ეს არის დადასტურებული ზუსტად, რომ USAID-ის თანხები მიემართებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ამ შემთხვევაში საქართველოში, რომ უკანონოდ შეცვლილიყო ხელისუფლება", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, გასაჯაროებული მასალების მიხედვით, USAID-მ 26 მილიონი დოლარი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელზე იმისთვის დახარჯა, რომ სასურველი გზავნილები გაევრცელებინა, სოციალური სივრციდან გაექრო არასასურველი ინფორმაცია, დარტყმა მიეყენებინა არჩეული ხელისუფლებისთვის და რევოლუციები მოეწყო. დოკუმენტებში დეტალურად არის გაწერილი ამომრჩეველზე მუშაობის ტაქტიკაც - იკითხება, როგორ ამკვიდრებდნენ აზრს, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება, ქვეყანა რუსეთისკენ მიდის, გამჭვირვალობის კანონი კი რუსულია.
0
0