
ითვალეთ ახლა დრო, ვინ რამდენ ხანს დაელაპარაკება ირაკლი კობახიძეს, ისე მაგ 20 წამში ჩანს ზუსტად, თქვენი უნიათობა, თორემ არ შეიმჩნევდით, - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, "ტვ პირველის" მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეხვედრის გაშუქებას.
ტელეკომპანიის ცნობით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, "მაკრონის და კობახიძის შეხვედრა სულ რაღაც 20 წამს გაგრძელდა", რის პასუხადაც, ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ რევოლუცია ვერ მოაწყო, ლეგიტიმაციას ხელი ვერ შეუშალა და "ბაბლი" ხელში შემოეფშვნათ.
"ეს საცოდავები, იმ კურდღლის დღეში არიან, მგელს რომ საყვედურობს - ბუღალტერია რაღას შემტენეო...
ითვალეთ ახლა დრო, ვინ რამდენ ხანს დაელაპარაკება ირაკლი კობახიძეს, ისე მაგ 20 წამში ჩანს ზუსტად, თქვენი უნიათობა, თორემ არ შეიმჩნევდით...
რევოლუცია ვერ მოაწყვეთ, ლეგიტიმაციას ხელს ვერ უშლით, "ბაბლი" ხელში შემოგეფშვნათ და რაც თქვენი საქმეა ის აკეთეთ ჯობია, ისევ ბუღალტერიის ალტერნატივას რომ მიაწვეთ, არა?" - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
0
0