
„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე, მედიასთან გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის განცხადებას, რომელშიც მან ისაუბრა ევროკავშირის სურვილზე, მიიღოს გამჭვირვალობის კანონი. ქადაგიძემ განაცხადა, რომ წარსულში ევრობიუროკრატები საქართველოს გამჭვირვალობის კანონს აკრიტიკებდნენ, ხოლო ახლა, იმავე კანონის დანერგვა საკუთარ სტრუქტურაში სურთ:
„გავიხსენოთ, როგორ გვადანაშაულებდნენ ე.წ. რუსული ნარატივის გავრცელებაში. რის გამოც ევრობიუროკრატები ცდილობდნენ ჩვენს დასჯას, იმავე პოლიტიკის გატარება უნდათ ახლა, თავიანთ სტრუქტურაში“ - განაცხადა დეპუტატმა.
ქადაგიძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს.
„პირველ რიგში, გავიხსენოთ, როგირ გვადანაშაულებდნენ ე.წ. რუსული ნარატივის გავრცელებაში. პოლიტიკა, რომელსაც ჩვენს წინააღმდეგ ატარებდნენ, ბიუროკრატებს თავისივე საწინააღმდეგოდ შემოუბრუნდათ: გამჭვირვალობის კანონი ჩვენთვის იყო მახვილი და წარმოადგენდა ღირებულებით აცდენას ევროკავშირთან - ზუსტად ასე ამართლებდნენ ჩვენ მიმართ ზეწოლას. თუმცა დღეს, უკვე მსგავს კანონს უწოდებენ უსაფრთხოების ფარს. სიმართლე ერთია - გამჭვირვალობა ფარია ყველგან და ყველასთვის, მას ალტერნატივა არ აქვს. შესაბამისად,, რის გამოც ევრობიუროკრატები ცდილობდნენ ჩვენს დასჯას, იმავე პოლიტიკის გატარება უნდათ ახლა, თავიანთ სტრუქტურაში“ - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
0
0