
მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს წარდგენისთვის, ასევე აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს, გუნდის წევრებს და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. წინ ნამდვილად ბევრი საქმე გვაქვს და დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწევთ საერთო საქმეში, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
პატარაძის თქმით, იგეგმება სხვადასხვა პროექტის განხორციელება, რომელშიც ჩაერთვება მთელი გუნდი.
„დღეს გაიმართა შეხვედრა „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებთან ჩვენს რეგიონში. მიმდინარე პროცესები ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს უმაღლეს საბჭოში აღვნიშნეთ და დავაანონსეთ ის პროექტები, რომლებიც წინ გვაქვს. ამ პროექტებში ჩაერთვება ჩვენი გუნდის ყველა წევრი. მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავებთ, რათა ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის ბევრი წარმატება მოვიტანოთ.
მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს წარდგენისთვის, ასევე აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს, გუნდის წევრებს და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელსაც შევეჭიდეთ. წინ ნამდვილად ბევრი საქმე გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ჩვენს მეგობრებთან – იმ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც წლებია, ვმუშაობთ, მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწევთ საერთო საქმეში. ჩვენ ვიწყებთ ყველა რეგიონის, რაიონისა და მუნიციპალიტეტის შემოვლას. გვექნება შეხვედრები მოსახლეობასთან და რა თქმა უნდა, მათთან ერთად ვიზრუნებთ ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
ცნობისთვის, დღეს აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძე და მთავრობის შემადგენლობა კენჭისყრის შედეგად დაამტკიცა.
0
0