
„გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ჯაფარიძეს იდეების დეფიციტი აქვს.
„თავიდანვე ვამბობდით, რომ ჯანმრთელობის არგუმენტის გამოყენებით არაფერი კარგი არ გამოვიდოდა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და მხარდამჭერები რატომღაც სტრატეგიად ამას იყენებდნენ და არაფერი გამოვიდა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ასე დამთავრდებოდა და, როგორც ჩანს, ამას ზურაც მიხვდა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა პირველ არხთან საუბრისას.
შეგახსენებთ, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც აქცენტები ჯანმრთელობის პრობლემებზე გადაიტანა და სწორედ, ამ გზით ცდილობდა ის თავისუფლების მიღწევას.
„ჩემი აზრით {მიხეილ სააკაშვილმა} შეცდომა დაუშვა, როდესაც აქცენტები გადაიტანა ჯანმრთელობის პრობლემებზე და ამ გზით ცდილობდა თავისუფლების მიღწევას. მგონია, რომ ამის შედეგებს ახლა იმკის სააკაშვილიც და „ნაციონალური მოძრაობაც“. მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ის შეუცვლელია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამდენი წლის განმავლობაში მასთან მიახლოებულიც კი ვერ გამოკვეთა.
0
0