-share.jpg)
"ვივა მედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებას, რომ მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა PCR ტესტი უნდა ჩაიტარონ, შალვა ხაჭაპურიძე პასუხობს და ამბობს, რომ არ აპირებს ტესტის ვივა მედში ჩატარებას, რადგან ამ კლინიკას არ ენდობა:
„მე მინდა წარვადგენ PCR ტესტს, მინდა - არა. ასევე, ზურაბ ჩხაიძეს სისხლის ანალიზს კი არა, შარდს არ ჩავაბარებ. მან ისიც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან 24-საათის განმავლობაში იმყოფება ექიმი ან ექთანიო, მაგრამ ასე არ არის. როდესაც მიხეილ სააკაშვილი დაუძახებს, ან რამე მედიკამენტი სჭირდება, ექიმი ან ექთანი მხოლოდ მაშინ შედის.
ენას ძვალი არ აქვსო და ზურაბ ჩხაიძე რასაც უნდა იმას ლაპარაკობს. მათი ერთი სიტყვისაც არ მჯერა. დასხდნენ და თავიდან წერენ ავადმყოფობის ისტორიებს, რომლებიც სასამართლო პროცესზე გაჟღერდება. „ვივა მედის“ მიმართ ჩემი ნდობის ფაქტორი ნულის ტოლფასია“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
0
0