26/12/2024
22:10
პოლიტიკა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ახალის“ წვერები პარტიის პოლიტიკურ საბჭოს პარტიის წევრობის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით მიმართავენ.
საკრებულოს ფრაქცია „ახალის“ წვერებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მხარი დაუჭირეს მერიის მიერ წარდგენილს 2025 წლის ბიუჯეტს.
როგორც პარტია „ახალის“ ზუგდიდის საკრებულოს წევრების განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა და პარტიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ახალის“ წვერებმა, განხილვაში შესვლის გარეშე, მხარი დავუჭირეთ, მერიის მიერ წარმოდგენილ 2025 წლის ბიუჯეტს . ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზი იყო მხოლოდ ერთი, ხელი არ შეგვეშალა სხვადასხვა სოციალური პროგრამების ფუნქციონირებისთვის და არ დაგვბრალებოდა კონფრონტაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან, ჩვენი გადაწყვეტილება არ ყოფილა შეთანხმებული პარტიის პოლიტსაბჭოსთან და აღმოჩნდა მიუღებელი პარტიისთვის. ვიზიარებთ შეცდომას, რომელიც პოლიტიკურად სრულიად გაუმართლებელია და შესაბამისად, რომ არ დავაზიანოთ პირველ რიგში საერთო მიზანი, ფრაქციის წევრები, რომლებმაც მხარი დავუჭირეთ ზუგდიდის ბიუჯეტის დამტკიცებას, მივმართავთ პარტია „ახალის“ პოლიტიკურ საბჭომ განიხილოს საკითხი ჩვენი პარტიის წევრობის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
წარმატებებს ვუსურვებთ რეჟიმთან ბრძოლაში საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და პარტია „ახალს“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: თეიმურაზ ბასილაია, კახაბერ ჩანგელია, გიორგი სორდია, მაია გაწერელია, მარიამ ახალაია, ბესიკ გაბუნია, მირანდა ესებუა, ხათუნა შამუგია, თამარ ჭიჭინაძე, თენგიზ მამფორია.
0
0