05/09/2023
13:54
პოლიტიკა
ზოგზოგიერთებს რუჯისთვის ერთი დღით ნაკლები რომ დაეთმო და რაჭაში ჩასულიყო, ნახავდა იქ რა ხდებოდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც ოპოზიციას მიმართა.
„3 საათსა და მთელ ღამეზე რომ ლაპარაკობენ, პირველ 5 წუთში რა ხდებოდა, ის იკითხონ. ისეთ რაღაცებზეა საუბარი, ეკრანის წინ საუბარი მე პირადად და თითოეულ თქვენგანს მიჭირს და გიჭირთ. ბოდიში ახლა რასაც ვიტყვი - ფრაგმენტებად ამოჰყავდათ მაშველებს ადამიანები და ესენი (ოპოზიცია) ლაპარაკობენ 3 საათი, 8 საათი, გათენებამდე, დაღამებამდე. პირველ 5 წუთში რა ხდებოდა ჯერ ის მოიკითხეთ, ხალხო! ტრაგედიით მოსარგებლეები ასე როგორ გახდით?! საიდან გამოჩეკეთ ეს აზრები, რომ ამაზეც შეიძლება პოლიტიკური დივიდენდები მიიღოთ და მორალი იკითხოთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შოვის ტრაგედიიდან 34 დღე გავიდა. ნაპოვნი და იდენტიფიცირებულია 31 გარდაცვლილი. ისევ ეძებენ ორ ადამიანს. სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.
0
0