
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიერ სასამართლოში გაკეთებული განცხადებები ტყუილი და მანიპულაცია იყო.
გორდულაძის თქმით, ტყუილია მოსარჩელის მტკიცება იმის შესახებ, რომ სარჩელი მხოლოდ 4 დოკუმენტს ეყრდნობა.
„სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული“,-აღნიშნა გორდულაძემ.
ის მოპასუხის განცხადებაზე, რომ სარჩელში მითითებული ისეთი ფაქტები, როგორიცაა წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტერორისტული აქტი, სისხლისსამართლებრივი დანაშაულებია, ასეთ ფაქტებს ვერც საგამოძიებო კომისია დაადგენდა და მასზე ვერც საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, ეს გარემოებები გამამტყუნებელი განაჩენით უნდა იქნეს დადგენილი, აღნიშნავს, რომ „ყველა აღნიშნული ფაქტი უკვე დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებით.“
ამასთან, არჩილ გორდულაძე ცენეციის კომისიის დასკვნასაც უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ტყუილია, რომ სარჩელი იმ კანონმდებლობას ეყრდნობა, რომელიც ვენეციის კომისიამ 2026 წელს უარყოფითად შეაფასა.
მისი განცხადებით, „ვენეციის კომისიამ 2026 წელს დასკვნა სულ სხვა საკანონმდებლო ცვლილებებზე მოამზადა. წარმოდგენილი სარჩელი იმ კანონმდებლობას ეფუძნება, რომელიც მრავალი წელია მოქმედებს“.
გორდულაძე ამასთან ხაზგასმით აცხადებს, რომ „კონსტიტუციური სარჩელი მხოლოდ არაკონსტიტუციური პარტიების მიერ წარსულში ჩადენილ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს ეფუძნება“, შესაბამისად, მისივე თქმით, ტყუილია, რომ ქართულმა ოცნებამ სარჩელის შეტანამდე რეტროსპექტიულად თავად შექმნა ფაქტები და შემდეგ სარჩელი ამ შექმნილ ფაქტებს დააფუძნა.
მანვე 1633 რეზოლუციაზე საუბრისას აღნიშნა: „მოპასუხე მხარის წარმომადგენელი მოსარჩელეს აკრიტიკებს, რომ მან 1633 რეზოლუციიდან არ მიუთითა ის პარაგრაფები, რომელიც ამავე რეზოლუციის მე-5 და მე-11 პარაგრაფებში ასახულ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო დებულებებს, ქართველი ჯარისჯაცებისთვის ომის დანაშაულის ჩადენის დაბრალებას გადაფარავდა, და სხვა დებულებებს თავად ციტირებს, თუმცა მის მიერ მოყვანილ ამ ციტატებშიც კი რუსეთის ქმედება მხოლოდ „საპასუხო იერიშად“ არის მოხსენიებული და ამ ყველაფერს „ნაცმოძრაობამ“ მხარი დაუჭირა, დღესაც არ ემიჯნებიან“.
0
0