
ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის პოლიციის განცხადებით, ამ დრომდე არსებული ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ 28 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი დიოგუ ჟოტა ესპანეთის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის დროს თავად მართავდა მანქანას და, სავარაუდოდ, ის გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.
,,როგორც ჩანს, ამ დროს ფეხბურთელი A52 ავტომაგისტრალზე, პალასიოს დე სანაბრიასთან ახლოს, გადასწრებას ცდილობდა, როდესაც ავტომობილი გზიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა. შევისწავლეთ Lamborghini-ს ერთ-ერთი საბურავის მიერ დატოვებული კვალი და ყველა ტესტი, რომელიც აქამდე ჩატარდა, მიუთითებს, რომ ავარიული მანქანის მძღოლი დიოგუ ჟოტა იყო. ავარიასთან დაკავშირებით სასამართლოსთვის ექსპერტის დასკვნა მზადდება. გამოძიება კიდევ უფრო გართულდა ხანძრის ინტენსივობის გამო, რომელმაც მანქანა თითქმის მთლიანად გაანადგურა. საბურავის კვალი შეჯახების მომენტიდან დაახლოებით 100 მეტრში ჩანდა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ვარაუდი, რომ ავარიის ადგილას გზაზე ასფალტი არათანაბარი იყო, ეს არ იყო ავარიის „შავი წერტილი“ და გზაზე 120 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბებით გადაადგილება შესაძლებელი უნდა ყოფილიყო,’’ - განუცხადა პოლიციამ ესპანურ მედიას.
სამორას ჩრდილო-დასავლეთ პროვინციის ავტომაგისტრალზე, 28 წლის ,,ლივერპულის’’ ფეხბურთელი დიოგუ ჟოტა, 25 წლის ძმასთან, ანდრე სილვასთან ერთად, ავარიას ემსხვერპლა, როდესაც მათ Lamborghini-ს, სავარაუდოდ, საბურავი გაუსკდა. ძმები ესპანეთის პორტ სანტანდერში მიემგზავრებოდნენ, რათა ჟოტა ლივერპულში სეზონისწინა ვარჯიშისთვის დაბრუნებულიყო. ისინი მშობლიურ ქალაქ გონდომარში, პორტოს მახლობლად, დაკრძალეს.
0
0