
სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხები უახლოეს დღეებში გაირკვევა - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს.
ტრამპი თვლის, რომ "უკრაინის პრეზიდენტი მზადაა ყირიმი დათმოს" - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მედიასთან დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ შეაფასა ვატიკანში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა და გამოთქვა ვარაუდი, რომ უკრაინის პრეზიდენტი უფრო დამშვიდებულია და გარიგების დადება სურს.
აქვე, ამერიკის პირველმა პირმა მოუწოდა პუტინს "შეწყვიტოს სროლა, დაჯდეს და ხელი მოაწეროს შეთანხმებას".
"ვნახოთ რა მოხდება უახლოეს დღეებში. სავარაუდოდ, ბევრი რამ გაირკვევა. იმედგაცრუებული ვიყავი იმით, რომ რუსეთის მხრიდან სარაკეტო იერიშები განხორციელდა. მინდა პუტინმა სროლა შეწყვიტოს, მოლაპარაკებებისთვის მაგდასთან დაჯდეს და შეთანხმებას ხელი მოაწეროს.
ზელენსკისთან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა, უფრო დამშვიდებულია. ვფიქრობ, გარიგების დადება სურს. ვთვლი, რომ ზად არის ყირიმი დათმოს, ეს 12 წლის წინ მოხდა. პრეზიდენტ ობამას დროს, მათ ეს ტერიტორია ერთი გასროლის გარეშე დათმეს, მა ამაში ჩავერთე, რომ პრობლემა მომეგვარებინა", განაცხადა დონალდ ტრამპმა.
1
0
გორში დაჭრილი მეორე მამაკაციც დაიღუპა
28/04/2025