
ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვალერი ზალუჟნის შორის დაძაბულობა შეშფოთებას იწვევს დასავლეთში და ფრონტის ხაზზე, - წერს ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი.
ამერიკული გაზეთი აღნიშნავს, რომ დასავლელი ოფიციალური პირები და უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის მთავარ გენერალს შორის დაძაბულობის ზრდამ შეიძლება შეაფერხოს ქვეყნის ძალისხმევა რუსეთის წინააღმდეგ ომში.
დასავლელი ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ზელენსკისა და ზალუჟნის შორის ურთიერთობა შესაძლოა გამოუსწორებელი იყოს, ხოლო ზალუჟნის საბოლოოდ დათხოვნა გარდაუვალი გახდეს.
30 იანვარს, Financial Times-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე გადაწყვიტა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გაათავისუფლებს.
გაზეთ Financial Times-ის წყაროების ინფორმაციით, 29 დეკემბერს, ზელენსკიმ შესთავაზა ზალუჟნის თავდაცვის საკითხებში მრჩევლის თანამდებობა, მაგრამ გენერალმა უარი თქვა.
0
0