
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი პრესმდივნის იულია მენდელის განცხადებით, მისთვის ბევრ ადამიანს უთქვამს, რომ ზელენსკი ნარკოტიკებს მოიხმარს.
„არასდროს მინახავს, რომ ის [ზელენსკი] ნარკოტიკს მოიხმარს. როცა ჩემს წიგნზე ვმუშაობდი, ბევრ ადამიანს შევხვდი, რომლებმაც დამიდასტურეს, რომ მათ ის სხვადასხვა კლუბში ნარკოტიკების მოხმარებისას უნახავთ. მხოლოდ ერთს უნახავს, რომ ის 2021 წელს ნარკოტიკს მოიხმარდა“, - განაცხადა მენდელმა, რომელიც 2019-2021 წლებში ზელენსკის პრესმდივნად მუშაობდა.
როგორც მენდელმა აღნიშნა, ზელენსკის ნარკოტიკებით მისი იუმორისტული სტუდიის „კვარტალ 95“-ის თანამშრომელი ამარაგებდა. მან აგრეთვე დასძინა, რომ ზელენსკი კოკაინს მოიხმარს.
მენდელის განცხადებით, ხანდახან ჟურნალისტებთან ინტერვიუს ჩაწერამდე ზელენსკი აბაზანაში 15 წუთით შედიოდა და შემდეგ იქიდან „სხვა ადამიანი“ გამოდიოდა. „ის იყო ენერგიით სავსე და მზად იყო ყველაფერზე ესაუბრა“, - თქვა მენდელმა.
მისივე განცხადებით, საპრეზიდენტო კამპანიის დროს ზელენსკიმ უკრაინის იმჟამინდელ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ნარკოტესტის ჩაბარება შესთავაზა. ნარკოტესტის ჩაბარება მოხდა კლინიკაში, სადაც ზელენსკის მეგობრები მუშაობდნენ. როცა შედეგი ცნობილი გახდა, გაირკვა, რომ ანალიზების ჩაბარების თარიღი არ ემთხვეოდა.
„ეს დიდი სკანდალი იყო“, - თქვა მენდელმა.
0
0