
ბულგარეთში ორი ჯაჭვური ავარია მოხდა, შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა.
ავარიების თვითმხილველებისა და მონაწილეების თქმით, მომხდარის სავარაუდო მიზეზები უკიდურესად ხშირი ნისლი, შეზღუდული ხილვადობა და გზის სავალი ნაწილის მოყინვა გახდა.
ბურგასის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულია, სულ მცირე, 32 ადამიანი. მძიმედ დაშავებულები იამბოლის, სლივენისა და ბურგასის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ბურგასის აეროპორტში სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი „სპარტანი“ ჩავიდა, რომელიც ავარიების შედეგად მძიმედ დაშავებულთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. თვითმფრინავი პრემიერ-მინისტრ რუმენ რადევის განკარგულებით გაიგზავნა.
ბურგასის ოლქის გუბერნატორის განკარგულებით, ასევე ამოქმედდა ეროვნული გაფრთხილების სისტემა „BG Alert“. მძღოლებს მოუწოდებენ, სოფიის მიმართულებით ტრაკიის ავტომაგისტრალზე არ გადაადგილდნენ, რადგან ჰაჯიდიმიტროვოს გზაგასაყართან გზა გადაკეტილია.
ამ დროისთვის ავტოსაგზაო შემთხვევებში მონაწილე ავტომობილების ზუსტი რაოდენობა უცნობია. არაოფიციალური ინფორმაციით, ავარიებში დაახლოებით 50 ავტომობილი მოყვა.
0
0