უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ დიპლომატებს დაავალა, რომ უკრაინა-NATO-ს საბჭოს ფარგლებში იმუშაონ უკრაინის მეზობელი სახელმწიფოების კოალიციის შექმნაზე, რომელიც უკრაინას მის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოგდებაში დაეხმარება.
ამის შესახებ ზელენსკიმ ЗСУ-ს საჰაერო შეიარაღებული ძალებისადმი მიძღვნილ დღეზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ტექნიკურ შესაძლებლობაზე, რათა ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა გამოიყენონ სამხედრო ავიაცია [რუსული] რაკეტების წინააღმდეგ, რომლებიც გამოშვებულია მათი მიმართულებითაა გამოშვებული უკრაინაზე იერიშის მისატანად. პირველ რიგში, ალიანსის ქვეყნებმა". - თქვა ზელენსკიმ.
მისი აზრით, ეს გადაწყვეტილება "დიდი ალბათობით, რთულია პარტნიორებისთვის, რადგან მათ ყოველთვის ეშინიათ ზედმეტი ესკალაციის".
"მაგრამ ჩვენ ამას ვებრძვით და ვიმუშავებთ ამაზე. ჩვენ, ჩემი აზრით, გვაქვს უკრაინა-NATO-ს საბჭოს კარგი ვერსია. მე მივეცი ჩვენს დიპლომატებს შესაბამისი დავალება, რომ იმუშაონ NATO-თან, რომ მსგავსი შეხვედრა შედგეს და გადაწყდეს შესაბამისი თარიღი თუ როდის შევძლებთ კონკრეტულად ამ საკითხის განხილვას
ჩვენ დღეს ნამდვილად გვაკლია მსგავსი კოალიცია, რადგან ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ერთი მეზობელი ქვეყნისთვის - აიღოს თავისთავზე პასუხისმგებლობა და დაგვეხმაროს რაკეტების ჩამოგდებაში. მიუხედავად ამისა,ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს და უნდა გაკეთებულიყო დიდი ხნის წინ". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
0
0