
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი კანადის პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.
პესკოვის თქმით, „კიევის დამოკიდებულება ნაცისტური იდეოლოგიის მიმართ ახალი არ არის და ის ფაქტი, რომ ზელენსკიმ ფაშისტ უკრაინელ ვეტერან იაროსლავ გუნკას ტაში დაუკრა, ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ კანადის ხელისუფლება ვალდებულია გუნკა სასამართლოს წინაშე წარადგინოს.
„კიევის რეჟიმის ნაცისტური იდეოლოგიისადმი დამოკიდებულება არ არის სიახლე, ეს არის ის, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ. ის ფაქტი, რომ ზელენსკიმ ასევე ტაში დაუკრა ფაშისტებს ფეხზე წამოდგომით, ამას ადასტურებს“, - განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა დასძინა, რომ მხოლოდ თანაგრძნობა შეიძლება უკრაინელი ვეტერანების მიმართ, რომლებიც ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ და მათ შორის იყო ზელენსკის ბაბუა.
0
0