20/12/2022
12:10
პოლიტიკა
მთლად ადეკვატურ მოთხოვნად არ მიმაჩნია, რომ ერთი ქვეყნის პრეზიდენტი მეორე ქვეყნის ხელმძღვანელობას რომელიმე კონკრეტული მსჯავრდებულის გათავისუფლებას მოუწოდებდეს, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აქვს. ეს ყველაფერი ცოტა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ჰგავს, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების კომენტირებისას.
ელისაშვილი გამოეხმაურა ზელენსკის განცხადებას, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და სააკაშვილის უკრაინის, ევროპის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდა.
„მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს თუ არა, სხვა ამბავია, მაგრამ მთლად სწორი არ მგონია, რომ სხვა ქვეყანას პატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდე, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სააკაშვილი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ისეთ მდგომარეობაში არ იყოს, როგორიც კადრებში ვიხილეთ. ასეთ კადრებს თუ არ ვიხილავთ, უკეთესი იქნება, მაგრამ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებელია საქართველოს ხელისუფლება და მან ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ არც ერთი მსჯავრდებული და პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი არ იყოს ასეთ მდგომარეობაში. მთლად ადეკვატურ მოთხოვნად არ მიმაჩნია, რომ ერთი ქვეყნის პრეზიდენტი მეორე ქვეყნის ხელმძღვანელობას რომელიმე კონკრეტული მსჯავრდებულის გათავისუფლებას მოუწოდებდეს მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აქვს. ეს ყველაფერი ცოტა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ჰგავს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
0
0