
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ მადლობა გადაუხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-სთან ახლად ხელმოწერილ ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმებაზე ისაუბრა და პარლამენტს მისი სწრაფად რატიფიცირებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ გვსურს, რომ ეს საკითხი სწრაფად და გადადების გარეშე განხორციელდეს. ჩვენმა ყველა წარმომადგენელმა დიდი სამუშაო შეასრულა. შეთანხმება მნიშვნელოვნად შეიცვალა მომზადების პროცესში. ახლა ის ნამდვილად თანასწორი პარტნიორობაა - ისეთი, რომელიც ქმნის შესაძლებლობებს უკრაინაში მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის, ასევე უკრაინის ინდუსტრიების მნიშვნელოვანი მოდერნიზაციისთვის და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მისი სამართლებრივი პრაქტიკისთვის. მოხარული ვარ, რომ შეთანხმება ჩვენთვის არანაირი ვალის დაკისრებას არ ითვალისწინებს.
გაცნობებთ რამდენიმე დეტალს ვატიკანში პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ შაბათ-კვირას პაპის დაკრძალვამდე გაიმართა და ამ შეთანხმების დადებისთვის ჩვენი მზადყოფნა დავადასტურეთ. რეალურად, ეს ვატიკანში შეხვედრის პირველი ხელშესახები და, შესაბამისად, ისტორიული შედეგია. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ საუბრის სხვა შედეგებსაც - ეს იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა და მე და პრეზიდენტმა ტრამპმა ყოველი წუთი მაქსიმალურად გამოვიყენეთ. მადლობას ვუხდი მას ამისთვის. და კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდი ორივე გუნდს - უკრაინულსაც და ამერიკულსაც,’’ - თქვა ზელენსკიმ.
0
0