14/05/2023
11:31
მსოფლიო
გავლენიანი ამერიკული გამოცემა Washington Post-ი პენტაგონიდან გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით, სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ზელენსკიმ "დახურულ კარს მიღმა" დავალება გასცა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების განხორციელებაზე, მათ შორის შეტევა იმ მილსადენზეც, რომლითაც უნგრეთს მიეწოდება ნავთობი.
"დახურულ კარს მიღმა, უკრაინის ლიდერმა შესთავაზა წასვლა უფრო გაბედული მიმართულებით - რუსული სოფლების ოკუპაცია მოსკოვზე ბერკეტების მოსაპოვებლად, მილსადენის დაბომბვა, რომლითაც რუსულ ნავთობს უნგრეთი იღებს და შორი დისტანციის რაკეტების მოპოვება.
დოკუმენტები, რომლებიც ადრე არ იყო გამჟღავნებული, გავრცელდა Discord მესიჯების პლატფორმაზე და მოიპოვა The Washington Post-მა.
დოკუმენტებით ზელენსკი გამოვლინდა “ლიდერი აგრესიული ინსტინქტებით”, რომლებიც მკვეთრად ეწინააღმდეგება მის საზოგადოებაში არსებულ იმიჯს მშვიდი და გაწონასწორებული სახელმწიფო მოღვაწის და რომელიც უძლებს რუსეთის სასტიკ თავდასხმას", წერს Washington Post-ი ვრცელ მასალაში.
0
0