
ერთი წლის წინ საქართველოს რკინიგზის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას მოძველებული მოძრავი შემადგენლობა წარმოადგენდა. კომპანიაში მართვის მიდგომების შეცვლის შედეგად, გაუმჯობესდა საოპერაციო პროცესები, შემცირდა ხარჯები და დაზოგილი რესურსი კომპანიის განვითარებას მოხმარდა, – განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
ლაშა აბაშიძის თქმით, კომპანიამ უკვე შეიძინა 200 ახალი სატვირთო ვაგონი, რომლის დაახლოებით 50 ერთეული უკვე საქართველოშია. წლის ბოლომდე კი ამ რიცხვის გაორმაგება იგეგმება. ლაშა აბაშიძე აცხადებს, რომ რკინიგზაში 50-მდე ახალი ლოკომოტივის შესყიდვის პროცესი უკვე დაწყებულია.
„ეს მართლაც ისტორიული პროცესია, რადგან ჩვენი ერთ-ერთი არსებითი გამოწვევაა მოძველებული სალოკომოტივო პარკი,“ – აღნიშნა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა.
0
0