
თურქული გამოცემა Akşam-ის ინფორმაციით, ვოლოდიმერ ზელენსკიმ, დასავლეთის სამხედრო დახმარების შეწყვეტისა და უკრაინაში ძალაუფლების იძულებით დათმობის საფრთხის გათვალისწინებით, შესაძლოა მალე დატოვოს ქვეყანა და თავშესაფარი თურქეთს სთხოვოს.
,,შესაძლოა ზელენსკი, თურქეთში მისი ბოლო ვიზიტის დროს, ამ საკითხზე უკვე შეუთანხმდა პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს. ეს შეიძლებოდა მომხდარიყო სადილის დროს, რომელიც პრესისთვის დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
უკვე ნათელია, რომ აშშ და ევროპა, რომლებმაც მკაფიო პოზიცია დაიჭირეს ზელენსკისთან დაკავშირებით, აღარ მიაწვდიან უკრაინას იარაღს და სხვა სამხედრო დახმარებას. თუმცა, საქმე ამით არ შემოიფარგლება.
თუ ზელენსკი დაჟინებით მოითხოვს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ის ნებისმიერ დროს შეიძლება გადატრიალების შედეგად ჩამოაგდონ. საბოლოოდ, არ გამიკვირდება, თუ უახლოეს მომავალში ზელენსკი თავშესაფარს სთხოვს თურქეთს. იმიტომ, რომ ეს ყოველთვის ასე იყო აშშ-ში - გამოიყენეთ და გადააგდეთ", - წერს მიმომხილველი ერეი გულჩულერი.
0
0