
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვს არ უნდა დაუმიზნოს, ხოლო ვლადიმერ პუტინი 50-დღიანი ვადით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას უნდა დათანხმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციები ამოქმედდება.
ტრამპმა აღნიშნული კომენტარები მას შემდეგ გააკეთა, რაც The Financial Times-მა, წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპმა პირადად წაახალისა უკრაინა რუსეთის ტერიტორიების სიღრმეში საჰაერო დარტყმების გაძლიერებისკენ.
გაზეთის ცნობით, ტრამპმა ზელენსკის ჰკითხა, შეძლებდა თუ არა ის მოსკოვზე თავდასხმას, თუ აშშ უკრაინას შორი მოქმედების იარაღს მიაწვდიდა.
„არა, მან მოსკოვს არ უნდა დაუმიზნოს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს, როდესაც ჰკითხეს, უნდა განახორციელოს თუ არა ზელენსკიმ რუსეთის დედაქალაქზე თავდასხმა.
0
0