
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ მოკავშირეებს აცნობა, რომ არ გამორიცხავს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას და იმ ტერიტორიების დათმობას, რომლებიც რუსეთს აქვს დაკავებული, – ამის შესახებ „დეილი ტელეგრაფი“ წერს.
ამასთან ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ დათანხმდება დონალდ ტრამპის არცერთ სხვა წინადადებას, რომელიც ითვალიწინებს კიევის მიერ უარის თქმას რომელიმე სხვა ტერიტორიებზე.
„დეილი ტელეგრაფი“ აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ეს პოზიცია ნიშნავს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი თანახმაა, ფრონტის ხაზები გაიყინოს. ამასთან, უკრაინის ლიდერს იმედი აქვს, რომ კიევი მიიღებს უსაფრთხოების მყარ გარანტიებს შეიარაღების მიწოდების სახით და ნატო-სკენ წევრობისკენ გზას.
ცნობისთვის, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაზეა დაგეგმილი. „უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ მზადაა ცეცხლი შეწყვიტოს, თუ უკრიანა რუსეთს დაუთმობს დონეცკის ოლქის მესამედს, რომელსაც ამ ეტაპზე კიევი აკონტროლებს.
ვოლოდიმირ ზელენკის თქმით, უკრიანა არ აპირებს, რუსეთს მიწა საჩუქრად მიართვას. თავის მხრივ, უკრაინის ევროპელმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ თუ კიევი დათანხმდება რუსეთს გადასცეს მთელი დონეცკის ოლქი, მაშინ ვლადიმერ პუტნმა ჯარი უნდა გაიყვანოს ზაპოროჟესა და ხერსონის ოლექებიდან.
0
0