-share.jpg)
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის გაწეული მუშაობისთვის. პრეზიდენტის გზავნილიდან გამომდინარეობს, რომ ზალუჟნი თანამდებობას უახლოეს მომავალში დატოვებს. - ამის შესახებ bbc წერს.
„მე შევხვდი გენერალ ვალერი ზალუჟნის. მადლობას ვუხდი უკრაინის ორწლიანი დაცვისთვის. ჩვენ განვიხილეთ, თუ რა განახლებები სჭირდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ჩვენ ასევე განვიხილეთ, თუ ვინ შეიძლება იყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების განახლებულ ხელმძღვანელობაში. ასეთი განახლების დრო ახლაა. მე მოვიწვიე ვალერი ფედოროვიჩი გუნდში დასარჩენად“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
პრეზიდენტმა თქვა, რომ მან ვალერი ზალუჟნი მიიწვია გუნდში დასარჩენად. შეხვედრის შესახებ თავად ზალუჟნიმაც განაცხადა.
„მნიშვნელოვანი და სერიოზული საუბარი შედგა. გადაწყდა, რომ საჭირო იყო მიდგომებისა და სტრატეგიების შეცვლა. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ჩემთან არის - გენერალური შტაბის გუნდს, თავდაცვის სამინისტროს, უკრაინის პრეზიდენტს“, - წერს მთავარსარდალი.
0
0