06/01/2025
11:48
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ახლადარჩეული ლიდერის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაესწრება, თუ მიწვევას მიიღებს.
ამერიკელ პოდკასტერთან ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მას სურს, ამ დღეს ვაშინგტონში იმყოფებოდეს, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირდაპირი მიწვევის გარეშე ვიზიტი უბრალოდ სასიამოვნო არ არის.
„მე ისეთი ადამიანი ვარ, რომელსაც მოწვევის გარეშე სტუმრობა არ შემიძლია. პუტინი ჩვენ არ დავპატიჟეთ, მაგრამ ის მაინც მოვიდა. მე არ შემიძლია ამის გაკეთება”, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას ოფიციალურად 20 იანვარს დაიკავებს.
დეკემბრის შუა რიცხვებში ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ჯერ არ მიუწვევია ინაუგურაციაზე, მაგრამ მისი იქ ნახვა სურს.
„თუ მას სურს, ვისურვებდი, რომ მოვიდეს. მისთვის მოწვევა არ გამიგზავნია“, - განაცხადა ტრამპმა.
0
0