
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოახერხა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გაბრაზება.
"მუმიფიცირებული თოჯინა, რომელიც საკუთარ თავს დაშლილი ქვეყნის პრეზიდენტად წარმოაჩენს, უკიდურესად არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა. მას ფრონტზე არსებული პრობლემები და შიდა სიძნელეები არ აკლდა და ახლა მთავარი ,,პატრონი’’ მასზე ძალიან გაბრაზდა. ეს მოსალოდნელიც იყო გაცოფებული კიეველი არსებისგან წამოსული ,,კბენების’’ შემდეგ. ტრამპი გასაგებად საუბრობს ომის დაწყებაზე ,,ბანდერას’’ თოჯინის პასუხისმგებლობის შესახებ, ის ითხოვს ფულის მითვისებაზე გამოძიების ჩატარებას და დედამიწაზე გაბატონებული რეალობის აღიარებას. ზელენსკი კუთხეშია მიმწყვდეული და ნებისმიერი პროვოკაციისთვის მზადაა", - განაცხადა მედვედევმა.
0
0