
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპს დამატებითი Patriot სისტემები სთხოვა და ტრამპი დათანხმდა, რომ მოიძიებს რა არის ხელმისაწვდომი ევროპაში. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, მაიკ უოლცის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მათ ტრამპსა და ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ მოამზადეს.
განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლივიტმა ბრიფინგზე წაიკითხა.
“დღეს პრეზიდენტ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შესანიშნავი სატელეფონო საუბარი ჰქონდათ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხატა პრეზიდენტ ტრამპს 11 მარტს ჯიდაში უკრაინული და ამერიკული გუნდების მუშაობის პროდუქტიული დასაწყისისთვის. ორივე ქვეყნის მაღალჩინოსნების შეხვედრა მნიშვნელოვნად დაეხმარა ომის დასრულებისკენ მოძრაობას.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით Javelin რაკეტებისთვის, რომლებიც პრეზიდენტმა ტრამპმა პირველმა მიაწოდა მშვიდობისთვის თავის ძალისხმევაში.
ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა და ამერიკა გააგრძელებენ ერთად მუშაობას, რათა ნამდვილად დაასრულონ ომი და რომ პრეზიდენტი ტრამპის ლიდერობით მყარი მშვიდობა მიღწევადია.
პრეზიდენტმა ტრამპმა სრულად გააცნო პრეზიდენტ ზელენსკის პუტინთან მისი საუბარი და განხილული საკვანძო საკითხები. მათ განიხილეს ვითარება კურსკში და შეთანხმდნენ, რომ მჭიდროდ გაცვლიან ინფორმაციას მათ თავდაცვით უწყებებს შორის, როცა სიტუაცია ვითარდება.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები მოითხოვა თავისი მოქალაქეების დასაცავად, კონკრეტულად კი Patriot სარაკეტო სისტემები, და პრეზიდენტი ტრამპი დათანხმდა მასთან მუშაობას, რომ იპოვოს რა არის ხელმისაწვდომი, კერძოდ ევროპაში.
ორივე ლიდერი ასევე შეთანხმდა ნაწილობრივ ცეცხლის შეწყვეტაზე ენერგეტიკის წინააღმდეგ.
ტექნიკური გუნდები ერთმანეთს საუდის არაბეთში შეხვდებიან მომდევნო დღეებში, რათა განიხილონ ცეცხლის შეწყვეტის გაფართოება შავ ზღვაზეც, სრულ ცეცხლის შეწყვეტამდე გზაზე”, - ნათქვამია განცხადებაში.
0
0