
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა.
ანჯეი დუდას თქმით, პოლონეთის ინტერესია, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს და ომი იმგვარად დასრულდეს, რომ რუსეთმა ვინმეზე თავდასხმა ვეღარ შეძლოს.
დუდას განცხადებით, თუ ვინმეს შეუძლია ამ ომის დასრულება, ეს ამერიკის შეერთებული შტატებია და სხვა არავინ.
"ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა დაბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, მშვიდად დაჯდეს მაგიდასთან და შეთანხმდეს გამოსავალზე, რომელიც უკრაინას უფრო უსაფრთხოს გახდის. და ჩვენ, უკრაინის მოკავშირეები, რომლებიც უკრაინას ომის დასაწყისიდანვე ვუჭერდით მხარს, დავუჭერთ მას მხარს უსაფრთხო და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაში, რადგან ჩვენც დიდ იმედებს ვამყარებთ ამ მშვიდობაზე. ეს არის პოლონეთის ინტერესი, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს, ომი დასრულდეს და დასრულდეს იმგვარად, რომ რუსეთმა ვეღარ შეძლოს ვინმეზე თავდასხმა. ეს არის დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემი პირადი აზრით, ეს საჭიროებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას," - განაცხადა ანდჟეი დუდამ.
0
0