
ზელენსკი კარგი ბიჭია და მას დღეს შევხვდები, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰააგაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„მასთან თავისთავად ცხად საკითხებს განვიხილავ. მის სირთულეებსაც განვიხილავთ. აქვს გარკვეული სირთულეები. ზელენსკი კარგი ბიჭია. დღეს მას შევხვდები და ვფიქრობ, უკრაინის შესახებ ვისაუბრებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, უკრაინაში კონფლიქტის დასრულების მიზნით „გარკვეული პროგრესი არსებობს“.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრების მიერ თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდა „ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია“.
„მე მათ 5%-მდე გაზრდას რამდენიმე წელია ვთხოვდი და ახლა ისინი 5%-მდე ზრდიან. ეს 2%-დან დიდი ნახტომია და ბევრმა 2%-ც კი არ გადაიხადა. ამიტომ ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, ერთგულია თუ არა ნატო-ს მე-5 მუხლის მიმართ, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „ჩვენ ბოლომდე მათ გვერდით ვართ“.
0
0
ელენე ხოშტარიას 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
25/06/2025