05/04/2023
17:22
მსოფლიო
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან პირველ დღეებში, პოლონეთის საზღვართან მდებარე ადგილები გაიხსნა და ორ ქვეყანას შორის საზღვრები აღარ არსებობდა", - თქვა ზელენსკიმ პოლონელ კოლეგასთან ანდჯეი დუდასთან ვარშავაში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.
„პოლონეთსა და უკრაინას შორის აღარ უნდა იარსებოს საზღვრებმა პოლიტიკური, ეკონომიკური და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისტორიული თვალსაზრისით“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ, უკრაინისა და პოლონეთის რთულ წარსულზე საუბრისას.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ანჯეი დუდას და პოლონელებს "[უკრაინის] გამარჯვებისთვის ბრძოლის რთულ გზაზე" მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის.
„ომის დაწყებიდანვე, პოლონელების წყალობით, უკრაინელი ლტოლვილები მეზობელ ქვეყანაში თავს ისე გრძნობდნენ, როგორც საკუთარ სახლში და იქ ისინი უბრალოდ სტუმრები არ იყვნენ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობების გაღრმავებისთვის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ერთგულებისთვის გაწეული სამსახურისთვის თეთრი არწივის ორდენით [პოლონეთის უმაღლესი ჯილდოთი] დააჯილდოვა.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) მონაცემებით, პოლონეთმა უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ დაახლოებით 1,6 მილიონ პირს მიანიჭა ლტოლვილის სტატუსი.
0
0