
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის კურსკის ოლქის 74 დასახლებას, ამჟამად, ქვეყნის შეიარაღებული ძალები აკონტროლებს.
მისი თქმით, „მიუხედავად რთული ინტენსიური ბრძოლებისა“, უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ წინსვლას რეგიონში. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ სამხედროებმა გაზარდეს „გაცვლის ფონდი“, რაც ნიშნავს რუსების დატყვევებას დატყვევებული უკრაინელების სანაცვლოდ. მან არ დააკონკრეტა ზუსტად რამდენი რუსი ჯარისკაცი დაატყვევეს, მაგრამ თქვა, რომ ისინი "ასობით" არიან.
მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტს განუცხადა, რომ რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ზომა არის ათასი კვადრატული კილომეტრი: ეს ოდნავ ნაკლებია, ვიდრე რუსული ჯარების მიერ დაკავებული ტერიტორია წელს, უკრაინის დონეცკისა და ხარკოვის რეგიონებზე თავდასხმების დროს.
ამ შეფასებას დამოუკიდებელი დადასტურება არ გააჩნია და მას მრავალი სამხედრო ექსპერტი და ანალიტიკოსი აკრიტიკებს.
წინა დღით, კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე აღიარა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რეგიონში 28 დასახლება აიღეს.
0
0