23/11/2024
21:06
პოლიტიკა
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ხვალინდელი პროტესტის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ უნდა გამოვიდეს ყველა, ვინც მხარი დაუჭრა ნებისმიერ ოპოზიციურ ძალას:
"ხვალინდელი დღე არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. უნდა გამოვიდეს ყველა ვისაც ამ ქვეყნის ბედი ადარდებს. მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დასავლეთმა დაინახოს, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები არ ეგუებიან იმას, რომ ვიღაცები თავს ახვევენ რუსულ არჩევანს. ზეგ დილით, 7 საათზე, ესენი უკვე იქნებიან პარლამენტის შენობაში და დილით ხალხის გამოსვლა მესმის რომ არის რთული, ამიტომ ხვალ გამოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი" - განაცხადა ჯაფარიძემ
შეგახსენებთ, ოპოზიციურმა ძალებმა 24 ნოემბერს შეკრება საღამოს 21 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დააანონსეს, საიდანაც მსვლელობა პარლამენტის მიმართულებით გაიმართება. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან ღამეს გაათენებენ და 25-ში, ორშაბათს დანიშნულ პარლამენტის სხდომას პროტესტით შეხვდებიან.
0
0