16/02/2024
11:36
სამართალი
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ცნობილი ხდება, რომ გარადცვლილები ერთამენთის მეზობლები არიან. დაღუპულია 65 წლის შურა ხურციძე და 44 წლის მაკა ქურდაძე . ისინი ზებრაზე გადადიოდნენ, რაც დროსაც ძლიერი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახთ.
„საშინელება ხდება, მთელი უბანი გლოვობს, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ასეთი ავარია არ უნახავთ, ყველა შოკშია,“ - ამბობს ერთ- ერთი გარადცვლილის ახლობელი.
სწრაფად მომავალმა მძღოლმა ქვეითები ვერ დაინახა და დაეჯახა, თუმცა მეორე ავტომობილის მძღოლმა დამუხრუჭება ვერ შეძლო და დამტვრეულ ადამიანებს მეორე ავტომობილიც დაეჯახა. მათივე ინფორმაციით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ქვეითად მოსიარულეების ცხედრები დაანაწევრა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
0
0