ზაზა ბიბილაშვილი: მაშინ საქართველოში შემოსული რუსი ტურისტები იყვნენ ჩვენი რბილი ძალა პუტინიზმის წინააღმდეგ
A-
+A

"სააკაშვილის პირობებში აქ შემოსული რუსი ტურისტი ჰგავდა ცივი ომის დროს საბჭოეთიდან რომელიმე დასავლურ სახელმწიფოში ჩასულ და ნანახით ჩუმად აღფრთოვანებულ სავოკს (ხმამაღლა გამოხატვას ვინ გაბედავდა?). " - წერს ენმ-ის ყოფილი წევრი ზაზა ბიბილაშვილი.
ბიბილაშვილის აზრით, მაშინ საქართველოში შემოსული რუსი ტურისტები იყვნენ ჩვენი რბილი ძალა პუტინიზმის წინააღმდეგ. ხოლო, დღეს აქ ჩამოსულ ტურისტს ხვდება ცივილიზებული სამყაროსგან იზოლირებული, მოსკოვთან უნისონში მოქმედი ხელისუფლება.
"კალაძე - "სააკაშვილი ია-ვარდებით ხელში ხვდებოდა რუს ტურისტებს ლარსის საზღვარზე, მაშინ კარგი იყვნენ რუსები და დღეს გახდნენ ცუდი?"
კი, ზუსტად ასე იყო. და ახლა მე გეტყვით, რა სხვაობა იყო მაშინდელსა და ახლანდელს შორის:მაშინ საქართველოში შემოსული რუსი ტურისტები იყვნენ ჩვენი რბილი ძალა პუტინიზმის წინააღმდეგ. აქ ჩამოსულ რუსს ადგილზე ხვდებოდა თავმოყვარე სახელმწიფო და ხალხი, რომელიც ვერ დაამარცხა. ის ეჩეხებოდა რეალობას, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა პროპაგანდისტული იმიჯისგან. ის ხედავდა დამოუკიდებელ, წარმატებულ საქართველოს, რომლის რეფორმებს მთელი მსოფლიო აკოპირებდა.დღეს აქ ჩამოსულ ტურისტს ხვდება ცივილიზებული სამყაროსგან იზოლირებული, მოსკოვთან უნისონში მოქმედი ხელისუფლება, რომელსაც დღეგამოშვებით აქებენ ლავროვი, პესკოვი და სიმონიანი. ხვდება ხელისუფლება, რომელიც ქართველებს იჭერს და თვალებს თხრის, რომ რუსს ასიამოვნოს. დღეს რუსი აქ "თავის" ტერიტორიაზე ჩამოდის. ტერიტორიაზე, სადაც თავად ადგენს წესებს.უფრო მოკლედ - სააკაშვილის პირობებში აქ შემოსული რუსი ტურისტი ჰგავდა ცივი ომის დროს საბჭოეთიდან რომელიმე დასავლურ სახელმწიფოში ჩასულ და ნანახით ჩუმად აღფრთოვანებულ სავოკს (ხმამაღლა გამოხატვას ვინ გაბედავდა?).ივანიშვილის პირობებში აქ შემოსული რუსი კი უფრო სსრკ-ის დროს ბარნაულიდან გუდაუთის ტურბაზაში ჩასული ბანძი დამსვენებელია, რომელმაც იცის, რომ თავის ტერიტორიაზე ჩადის და ფეხქვეშ გაეგებიან.
სინამდვილეში, ძალიან მარტივად დასანახი განსხვავებაა."- წერს ბიბილაშვილი.
0
0
19
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%