
ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მამუკა მდინარაძე უსაფრთხოების მიმართულებით ახალ ამპლუაში იმუშავებს და აშშ-ში მოქმედი მონათესავე სტრუქტურების ქართული ანალოგის ხელმძღვანელი გახდება.
ანალიტიკოსის შეფასებით, აღნიშნული ცვლილება ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურების კოორდინაციას გააძლიერებს და უწყებათაშორის თანამშრომლობას უფრო ეფექტიანს გახდის.
„ უსაფრთხოების გენერალ-მაიორი მამუკა მდინარაძე თავის ახალ ამპლუაში იქნება აშშ-ში ფუნქციონირებადი მონათესავე სტრუქტურების ქართული ანალოგის ხელმძღვანელი. ის საკუთარ თავში გააერთიანებს ტულსი გაბარდის და მარკვინ მალინის ფუნქციებს - ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტრუქტურების კოორდინაციას. ვუსურვოთ წარმატება ახალ ასპარეზზე, ჩვენს თავს კი მეტი უსაფრთხოება და სიმშვიდე.“ - წერს ანჯაფარიძე.
0
0