
„ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა და ეხლა უკვე ოფიციალურად დასტურდება. ეხლა ყველამ საკუთარ თავს ვკითხოთ, თუ ვის ინტერესებს ატარებენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული ძალები? ისინი ცდილობენ (იმედი მაქვს, ეს ცდა ფუჭი აღმოჩნდება) ქვეყანა ჩააფლონ სამოქალაქო ომის ჭაობში, ამით შეაფერხონ მისი განვითარება, დიდი ხნით მიაწებონ არასტაბილური ქვეყნის იმიჯი და ამას აკეთებენ ყალბი პროდასავლური რიტორიკის დროშის ქვეშ.
ვფიქრობ, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი და სახელმწიფო სტრუქტურები ამას გულხელდაკრეფილი არ შეხვდებიან და 2003 წელი არ განმეორდება!“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
სუსის განცხადებით, სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებებთან მისასვლელი გზების გადაკეტვას, აქტიურად განიხილება ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობაც.
0
0