29/10/2021
12:56
პოლიტიკა
,,გაგიგონიათ, ალბათ ყველას ნათქვამი „კუმ ფეხი გამოყოო....“ ჰოდა, ასეთი „პოლიტიკური კუს“ მდგომარეობაშია ექს-პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. თუმცა, რამდენჯერაც ბაქანიდან ფეხი გამოყო, იმდენჯერ სასწრაფოდ უკან შეყოფა მოუწია, იმდენად ვერ მიიღო მისი არაადეკვატური ფეხის გამოყოფები, ვერც პოლიტიკურმა კლასმა და ვერც საზოგადოებამ. ახლაც ეტყობა ჩათვალა, რომ ფეხის გამოყოფის დროა და სააკაშვილთან დაკავშირებით პრეზიდენტ ზურაბიშვილს სთავაზობს შემხვდი და საკითხი განვიხილოთო. ჯერ ერთი, პრეზიდენტმა საკუთარი პოზიცია შეწყალებასთან დაკავშირებით უკვე დააფიქსირა, მეორეც, საკითხის განხილვის აუცილებლობაც რომ დადგეს, ჩნდება მარტივი კითხვა - რა შუაშია აქ საერთოდ მარგველაშვილი?! პრეზიდენტი მის გარეშე ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე? აქ ზუსტად ის შემთხვევაა, კუ რომ მეტიჩრობას დაიწყებს და ფეხს გამოყოფს - მეც ნახირში მინდაო.’’ - წერს ზაალ ანჯაფარიძე facebook - ზე.
0
0