-share.jpg)
ჩემი კოლეგები თუ მოხვდნენ და ხედავენ, რომ ცალკე აღებული ბოიკოტი შედეგების მომტანი არ არის, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ საპარლამენტო ბოიკოტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების შესაცვლელად ყველა ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული.
„არ მინდა, კოლეგების განსაკუთრებულ კრიტიკაში შევიდე, თუმცა ყველაზე სწორი თანმიმდევრულობაა. არ უნდა მოვატყუოთ მოქალაქეები და მათ იმედი არ უნდა გავუცრუოთ. თუ ვეუბნებით, რომ რაღაც კონკრეტული ფორმაა ყველაზე სწორი, ეს ფორმა უნდა იყოს ჩვენი ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტი „ოცნების“ წინააღმდეგ. რაც უფრო ადრე მიიღებენ ბოიკოტის შეწყვეტის გადაწყვეტილებას, მით უფრო კარგი იქნება საპარლამენტო ცხოვრებისა და საქმიანობისთვის. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რაღაც ცალკე აღებული ინსტრუმენტებით ვებრძოლოთ „ოცნებას“. ჩვენი მოვალეობაა, ყველა ბერკეტი და საშუალება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ხელისუფლება შევცვალოთ“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
0
0