07/03/2023
14:39
მსოფლიო
22 კვირაში დაბადებული კანადელი ტყუპი და-ძმა მსოფლიოში ყველაზე ნაადრევად დაბადებულ ტყუპებად დაასახელეს და გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს. მათ წინა რეკორდი მოხსნეს - 2018 წელს, აშშ-ის აიოვას შტატში, ტყუპები 125 დღით ადრე დაიბადნენ.
ადია და ადრიალ ნადარაჯა 126 დღის ასაკში დაიბადნენ. გინესის წიგნში წერია, რომ ბავშვები კიდევ ერთი საათით ადრე რომ დაბადებულიყვნენ, ექიმები მათ გადარჩენას ვერ შეძლებდნენ.
როგორც ტყუპების დედამ შაკინა რაჯენდრამმა თქვა, მას მშობიარობა 21 კვირასა და 5 დღეში დაეწყო და ექიმებმა უთხრეს, რომ ჩვილები "სიცოცხლისუნარიანი არ იყვნენ", შესაბამისად, მათ "გადარჩენის 0%-იანი შანსი" ჰქონდათ.
„ბევრჯერ დაგვინახავს, როგორ იღუპებოდნენ სხვა ჩვილები ჩვენს თვალწინ. მიუხედავად სერიოზული სამედიცინო პრობლემებისა, და-ძმას უკვე ერთი წელი შეუსრულდა და "მშვენივრად გრძნობს თავს", - თქვა რაჯენდრამმა.
ეს შაკინას მეორე ორსულობა იყო, რამდენიმე თვით ადრე კი, მას პირველი შვილი გარდაეცვალა იმავე საავადმყოფოში, ონტარიოში.
BBC-ის ინფორმაციით, ონტარიოს ექიმების უმეტესობა 24-დან 26 კვირამდე დაბადებული ჩვილების გადარჩენას არ ცდილობს. თუმცა, საბედნიეროდ, წყვილმა შეძლო გადასულიყო ტორონტოს Mount Sinai Hospital-ში, სადაც ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის სპეციალისტი, ძლიერი სისხლდენის მიუხედავად, რამდენიმე საათის განმავლობაში ყველანაირად ცდილობდა ჩვილების გადარჩენას. ჩვილები ორ საათზე ნაკლებ დროში დაიბადნენ.
ცნობისთვის, ყველაზე ნაადრევად დაბადებული (21 კვირისა და 1 დღის) ჩვილი ალაბამელი კურტის მეანსია.
0
0