"ყველაზე მეტი ვისაც ამ ქვეყნისთვის გაუკეთებია არის სააკაშვილი" - ამის შესახებ, პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა რადიო „სივრცის" ეთერში, გადაცემა “სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან” განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილმა კრიმინალური, ჩაბნელებული ქვეყანა ჩაიბარა და მთლიანად დასავლურ ლიანდაგზე გადადგა:
„ყველაზე მეტი ვისაც ქვეყნისთვის გაუკეთებია არის სააკაშვილი,ჩაბნელებული, კრიმინალური ქვეყანა, სადაც ქუჩაშიც ვერ გავდიოდით ტიპმა ჩაიბარა და ინსტიტუციურად აიღო და გადადგა დასავლურ ლიანდაგზე ეს ფაქტია. მე არ ვსაუბრობ შეცდომებზე, რომელიც იყო მე იმაზე ვსაუბრობ, თუ რა გააკეთა სააკაშვილმა ამიტომ, შენ რომ საერთოდ არაფერი გაგიკეთებია გაფუჭების გარდა ხმა არ უნდა ამოიღო. როცა ღრმად ჩავიხედე რაღაცებში სწორედ, ამის გამო მეცოდება ამ ნაგვების ხელში, მიკვირს კიდევ როგორ გააკეთა იმ კაცმა ამდენი რამ. ასეთ ვაკუუმში, როცა ასეთი ბინძური სისტემა გაქვს ნებისმიერ პრეზიდენტს მოაქცევ. ერთი ტიპი ამოიჩემეს და აწმინდავენ ყველაფერზე ხელს, როცა არის საქმეები, რომელშიც გარკვეულ ტიპებ ლომის წვლილი მიუძღვის და ამ ხელისუფლებას დაკითხვაზეც არ ჰყოლია.“ - განაცხადა ჩარკვიანმა.
0
0