
"ყველას მოვუწოდებ, გვერდზე გადავდოთ სტიქიური უბედურების პოლიტიზების მცდელობა და ძალისხმევა დაზარალებული მოსახლეობის თანაგრძნობისა და გამხნევებისკენ მივმართოთ." - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
"სამარცხვინოა, რომ ამ ურთულეს ვითარებაშიც კი, ოპოზიცია და მისი მედია სამარცხვინო მანიპულაციებს მიმართავს, რომლის მიზანი, ისედაც რთულ დროს, ადამიანების ისედაც დამძიმებულ ემოციებზე თამაშია. ფაქტია, რომ არ არსებობს უბედურება, რომლით პოლიტიკურ მანიპულირებასაც ისინი ითაკილებენ.
სახელმწიფო მთელი რესურსით ჩართულია სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში, მიუხედავად იმისა, რომ თოვა არ წყდება, რაც როგორც გაწმენდით ისე სამაშველო სამუშაოებს აფერხებს.
მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციას, მაშველებს, ჯარს, ყველა უწყებას, რომლებიც ჩართული არიან სტიქიასთან ბრძოლის საქმეში.
ყველას მოვუწოდებ, გვერდზე გადავდოთ სტიქიური უბედურების პოლიტიზების მცდელობა და ძალისხმევა დაზარალებული მოსახლეობის თანაგრძნობისა და გამხნევებისკენ მივმართოთ." - წერს შალვა პაპუაშვილი.
0
0