
მაქვს წინადადება, რომ შევცვალოთ სიტყვები, მაგალითად, მშვიდობიანი დამხობა. სიტყვა„მშვიდობიანი“ „ალერსიანად“ შევცვალოთ და „დამხობა“ შევცვალოთ „ჩარეცხვით“. ყველას მოგიწოდებთ, რომ „ქართული ოცნება“ 4 ოქტომბერს ალერსიანად ჩავრეცხოთ, – ამის შესახებ „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ხალხის ეშინია.
„მაქვს წინადადება, რომ შევცვალოთ სიტყვები. მაგალითად, მშვიდობიანი დამხობა. სიტყვა„მშვიდობიანი“ „ალერსიანად“ შევცვალოთ და „დამხობა“ შევცვალოთ „ჩარეცხვით“. ყველას მოგიწოდებთ, რომ ალერსიანად ჩავრეცხოთ 4 ოქტომბერს „ქართული ოცნება“. მგონია, ძალიან კარგია იქნება. თუ ამაზეც რამე საწინააღმდეგო ექნებათ, ვთხოვთ, გვითხრან და ამ სიტყვებსაც რამენაირად მოვეფერებით. ხალხის ეშინიათ, რიცხვების კი არა, ხალხის ეშინიათ და უნდათ დააშინონ, აი, დაგიჭერთ. რამდენი უნდა დაიჭირონ , მორჩა ეს დაჭერობანას თამაში“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
0
0