
“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე კესარია აბრამიძის მკვლელობის შესახებ მიხაილ როთის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, “კესარია მოკლეს-სულ რაღაც 1 დღის შემდეგ, რაც საქართველოში ანტი-ლგბტ კანონი მიიღეს”.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, “ნარატივიც” კი გაშალეს - თურმე მკვლელსა და მოძალადეს კანონის არ არსებობა აკავებდა აქამდე და ახლა, იმოქმედა.
მისივე თქმით, ადამიანურ უბედურებებსაც კი პოლიტიკური ეგოს დასაკმაყოფილებლად იყენებენ.
“რა საოცარი დამთხვევაა, რომ ეს ნაძირალა ჩამოვიდა, კანონი დაამუნათა, მთელ საქართველოს შეურაცხყოფა მიაყენა, გაგვაფრთხილა, რომ სასწრაფოდ გაიწვიეთ უკანო და კანონის მესამე მოსმენის დღეს, იმ საცოდავს კლავენ?!
თან რა ბედნიერების ყიჟინა დასცა კოლექტიურმა ნაც-მოძრაობამ ნახეთ?
ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ “ნარატივიც” კი გაშალეს - თურმე მკვლელსა და მოძალადეს კანონის არ არსებობა აკავებდა აქამდე და ახლა, იმოქმედა…
როგორ აყროლდით თქვე საცოდავებო, ნეტა იცოდეთ?
ყველანაირ სიბინძურეს კადრულობთ და ადამიანურ უბედურებებსაც კი საკუთარი პოლიტიკური ბინძური ეგოს დასაკმაყოფილებლად იყენებთ!
დარწმუნებული ვარ, ყველანაირ ბუნდოვანებას გასცემს პასუხს, სამართალდამცავი უწყებები და თქვენი ბინძური “როთის ნარატივების” უკან მირთმევა მოგიწევთ!”- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
ტრანსგენდერი ქალის, მოდელ კესარია აბრამიძის ცხედარი ექპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
კესარია აბრამიძის მკლელობის საქმეზე პოლიცია ამ დრომდე ეძებს, სავარაუდოდ, 30 წლამდე მამაკაცს.
ფაქტობრივად, დაჩეხა, იმდენი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული... - კესარიას მკვლელობის დეტალები
"არა ქალთა კვლას, რაც ასე გახშირებულია ჩვენს ქვეყანაში..." - რას წერდა კესარია აბრამიძე აპრილში?
0
0